უეფა-ს გადაწყვეტილება უცვლელია - რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ არ დაუშვებენ #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე უეფა-ს კონგრესზე რუსეთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების შესახებ იმსჯელეს.
განიხილებოდა წინადადება, რომ 17-წლამდე ნაკრებებისთვის ტურნირებში მონაწილეობის უფლება მიეცათ, მაგრამ აკრძალული იქნებოდა რუსეთის ფედერაციის დროშა და ჰიმნი. დისკუსიის შემდეგ ძალაში დარჩა პირვანდელი გადწყვეტილება და რუსეთის ფედერაციის ასაკობრივი ნაკრებები უეფა-ს ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე კვლავ არ დაიშვებიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო, 2022 წლის თებერვლიდან ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს, ასაკობრივ ნაკრებებსა თუ კლუბებს ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.