ევროკავშირი რუსეთს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი რუსეთს მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარზე, გამოძიების კითხვებს რუსეთმა არ უპასუხა.
რამდენიმე საათის წინ, მალაიზიის, უკრაინის, ჰოლანდიის, ბელგიის და ავსტრალიის ექსპერტებმა 2014 წელს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ახალი დეტალების შესახებ განაცხადეს. ანგარიშის მიხედვით, მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
2014 წლის 17 ივლისს, კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამისკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ცეცხლი გაუხსნეს. ავიალაინერი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ პერვომაისკოეს დასახლებაში ჩამოვარდა. ტრაგედიის დროს ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.