ეკატერინე ტიკარაძე - დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები შედეგს გამოიღებს, თუმცა, თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომითი ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობითი და საჯარიმო ღონისძება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მონიტორინგში ჩართულნი არიან, როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია და ისინი ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მონიტორინგს.
„დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თუმცა, ამავდროულად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არა მახოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, რამდენად მკაცრი იქნება და რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, არამედ ჩვენი თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, – განაცხადა ტიკარაძემ.