საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 26 მაისს ბათუმი, ანბანის კოშკთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენას გამართავს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოფენასთან ერთად გთავაზობთ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას: ფოტოგამოფენა, Photobus, GiffMe, სიმულაციური თამაშები, საზღვაო-სამაშველო ტექნიკის მანევრირება“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, მოირგოს სახანძრო-სამაშველო ეკიპირება და მეხანძრე-მაშველებთან გადაიღოს სამახსოვრო ფოტო.
სამთო კედელზე კი ნებისმიერ მსურველს, მაშველებთან ერთად, შეეძლება მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ სამაშველო ოპერაციაში.
გამოფენის სტუმრებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.