1 ეს პოემა არის ინსპირირებული სამტრედიელი კობას მონაყოლიდან

ავტორმა არ იცის მისი გვარი

ავტორისთვის ეს უცნობია

ვერცერთ მის სიტყვას ვერ ვენდობით

თავად კობა ავტორს შეხვდა ხაშური-ზუგდიდის მიკრო-ავტობუსში ეგრედწოდებულ მარშუტკაში

კობა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და ასდიოდა სპირტის სურნელი

მან ავტორს სთხოვა ყურსასმენები და რამდენიმე ქართული სიმღერის მოსმენა

ავტორი მას დათანხმდა

კობა მთელი გზა მადლიერი იყო ამისთვის

ის ახსენებდა რომ ახალახანს ჩამოვიდა ემიგრაციიდან და არ სურს პრობლემები

პოლიცია შეიძლება უკან დასდევდეს

ის ახსენებდა ასევე ვინმე თედოიას რომელიც ავტორს დახვდებოდა ღრმა ღელის მეტროს ამოსასვლელთან

სადაც ავტორს მისი სახელი უნდა ეხსენებინა და თედოია კი პატივს სცემდა მას ამ გაკეთებული სიკეთისთვის

სავარაუდოდ ის მისთვის ყურსასმენების თხოვებას და ქართული სიმღერის მოსმენას გულისხმობდა

ყოველი აქ დაწერილი ეკუთვნი ავტორს და ჩვენ მასზე ყოველივე პასუხსსისმგებლობას ვიღებთ

ამბობენ რომ ოჯახის წევრებმაც კი ჩაიქნიეს ხელი ავტორზე და აბა ჩვენ რა ხელი გვერჩის იგივე არ ვქნათ

 

 

წლების წინ

ალბათ შეიძლება ითქვას ასეც

დიდი ხნის წინათ

მეგობარმა გამანდო თავისი სურვილი რომ

ყველა ლექსი რასაც დაწერდა

მიემსგავსებინა ქუჩების გადაკვეთებს

ყოველი ქუჩა უნდა ყოფილიყო ყოველი სტრიქონი2

და ერთმანეთიც გადაეკვეთათ

აღარ მახსოვს რატომ

ვუთხარი რომ

სისულელეა და ვერც მოახერხებ ქუჩები

ლექსად აქციო

სამტრედიაში რა უნდა ქონდეს ქუჩას ლექსის მაგვარი

როცა შორს ვარ მისგან და სამტრედიისგან

ახლა მახსენდება ხოლმე და ვხვდები ვცდებოდი

სამტრედიის ქუჩებში ყრია პოეზია[3]

ეს ქალაქი კიდევ ზედემტად ლამაზია რომ პოეტური იყოს

 

 


2 ვტორი საუბრობს პოეტურ ურბანისტიკაზე შეიძლება მის ამხანაგს წაეკითხა ამის შესახებ და ეს ყველაფერი მისთვის გაენდო

 

3 ს არის გადათამაშება ერთ-ერთი თეორეტიკოსის სიტყვების რომლის სახელსაც ვეღარ ვიხსენებთ

 

 

 

1 2 3 4 5 6