პირველ დღეს აქ ძველ უბნებში წამიყვანეს

გიდის ფული არავის გვქონდა და ავედევნეთ ტურისტების ჯგუფს

“ოსკარ  შინდლერის ქარხანა” ასე გაგვაცნო გიდმა შენობა[4]

და Ამის მერე მოყვა საუბარს ჰოლივუდის იმ ცნობილ ფილმზე

რომელიც არ მინახავს და ნახვას აღარც ვაპირებ[5]

ვის რა ჯანდაბად აინტერესებს ჰოლივუდის ფილმი

თუკი აქ ხალხს მოსაკლავად რიგებში აწყობდნენ

ეს ყველაფერი ისედაც ზედმეტია სახსენებლად

რა ბედი ეწიათ იმ ნაცისტებს ვინც ხალხს წინ უძღვებოდა

თითოეული დაისაჯა?

 

 


4 როგორც ავტორის პასპორტის მოწმობა იუწყება მას არასდროს გადაულახავს მშბლიური ქვეყნის საზღვრები სარწმუნოა რომ ავტორი იტყუება ის არასდროს არ ყოფილა კრაკოვში და არც შინდლერის ქარხანა უნახავს ვეჭვობთ რომ მან ეს ცნობილი ნაგებობა მხოლოდ გუგლ მეფიდან შეამჩნია ან სხვა ინტერნეტ საშუალებით ან მხოლოდ ცნობილ კინო ფილმზე ქონდა ინფორმაცია

 

5 აშკარა სიცრუეა როგორც მისი შეყვარებული გოგონა გვიყვება მან ეს ფილმი სამჯერ ნახა ორჯერ კი დასასრულზე იტირა კიდეც როგორც თავად მისი შეყვარებული გოგონა ამბობს მას არ სურს ყველასათვის ცნობილი გახდეს მისი პაპსა ფილმებით გატაცება საგულისხმოა რომ ავტორი საუბრებში ხშირად ახსენებს პაზოლინის ვისკონტის ფელინის მაგრამ არასდრს რემბოს ტიტანიკს და უძინართა მზეს რომელი ფილმებიც ძალიან უყვარს

 

1 2 3 4 5 6