ერთობ საინტერესო პიროვნება

რომლის შრომაც ცალსახად დასაფასებელია

დღეს კი ამ პოლონურ ქალაქში, კრაკოვში

სადაც ახლა ვარ

ჩამოდიან ქართველი ბიჭები

და სხვა განვითარებადი ქვეყნის შვილები

ერთობ საინტერესო პიროვნებები

მოსაპარად

რომელთა შრომაც ცალსახად დასაფასებელია

მე მათთან ერთად ხშირად ვსვამ ლუდს ჩვენი გარეუბნის პატარა ბარში

ვისლავა შიმბორსკა აქ არ დალევდა

ვისლავა შიმბორსკა ლამაზი ალბათ დახვეწილი და მოწესრიგებული ქალი იყო

არ დაჯდებოდა ემიგრანტ ქართველებთან

და წყალწყალა ლუდს აღარ დალევდა

პოეტებს ბევრი საფიქრალი აქვთ

მაგრამ რა საქმე უნდა ქონდეს პოეზიას ემიგრანტებთან

 

გია რომელიც ჩემს წინ ზის მიყვება ამბავს მაღაზიაზე

დღისით და მზისით როცა დაცვაც ზედ თავზე ედგა კარებს

გამოცალეს ნაწილი სარეზერვო აპარატურის

ისე გამოვიდნენ მოლარე გოგონას უთქვამს

ისევ გვესტუმრეთ[9]

 

დაიინტერესებდა ეს ყველაფერი ვისლავა შიმბორსკას?

ლამაზ და ალბათ დახვეწილ ნატიფ ქალბატონს

დობელის პრემიის ლაურეატს[10]

 

პოეტები უკვე ქუჩაშიც ჯვამენ

ასე მითხრა ერთმა პოეტმა გოგომ აქვე უცხოეთიდან დევნილი პოეტების ყრილობაზე

რომელსაც ასდიოდა მძაფრი სუნამოს სუნი სიგარეტს ეწეოდა ნერვულად

თან ცდილობდა ვულგარული ყოფილიყო ან შეიძლება არც

 

 


 

9 ოგორც წინათ აღინიშნა ჩვენ ვიღებთ ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტექსტზე არ ვიცით ვინ არის ნახსენები ვინმე გია და არც მისი კრიმინალური ისტორიის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ კრიმინალს და პატივს ვცემთ კანონის უზენასეობას ამასთანავე ყოველ პოლიციელს რომლებიც ღამით ძილში გვეცხადებიან ხოლმე ვრცელ მინდორზე სადაც ერთად ძოვენ ბალახს ლომი და ირემი ამ სიზმარში არ შეინიშნებიან

 

10 ჩვენი ეჭვი შესაძლებელია აქ გამართლდეს ვისლავა შიმბორსკას შემოქმედებას დიდი ალბათობით არ იცნობს ავტორი  რადგან ტყულია რომ ვისლავა შიმბორსკა არ დაინტერესდებოდა ამ საკითხით ის შემჩნეულია მსგავს საქმიანობებში

 

 

1 2 3 4 5 6