იქნებ მათი შვილიშვილები ახლა ევროპის ქვეყნების სასაღვრო პოლიციაში ჩაეწერნენ [6]

ერთ დროს თუ აქ საკონცენტრაციო ბანაკებში წასაყვანად ხალხს ამზადებდნენ

მე ვდგავარ და შენ მახსენდები როცა სკოლის შემდეგ დანგრეული ფაბრიკის უკან

ერთმანეთს ვაკოცეთ

ქარი სახეში გვეხეთქებოდა და ეს ქარი არ იყო არანაირად რომანტიული

უბრალოდ ხელს გვიშლიდა ერთმანეთი ნაზად შეგვეგრძნო

უცნაური საღამო იყო [7]

წლების წინ ამ პოლონურ ქალაქში

კრაკოვში

სადაც ახლა ვარ

ცხოვრობდა პოლონელი ნობელიანტი პოეტი ქალი

ვისლავა შიმბორსკა[8]

 

 


 

6 ეგვიძლია ვიეჭვოთ რომ აქ ავტორი ცდილობს დღევანდელი ევროპა ნაცისტური სისტემის შთამომავლად მიიჩნიოს ან გარკვეული საერთო პოვოს მათში

 

7 გადასვლა საკონცენტრაციო ბანაკიდან რომანტიულ მოგონებამდე შესაძლებელია ალუზია იყოს პაულ ცელანის “სიკვდილის ფუგის”

8 ცნობია ავტორი იცნობს თუ არა ვისლავა შიმბორსკას შემოქმედებას ფაქტია რომ იცნობს მის ბიოგრაფიის ნაწილს

 

 

1 2 3 4 5 6