საუბარს წყვეტს[13]

და მე ვიფიქრობ იმაზე

რა იქნება უკრაინელი ლტოლვილები შესახლდნენ რუსი ოლიგარქების მდიდრულ აპარტამენტებში

ყველა ბიზნესმენმა გააჯვას როცა ბავშვები ღია ცის ქვეშ ღამეს ათევენ[14]

 

მაგრამ ამას ახლა მიჰრანს არ ვეტყვი

ერთსაც დავლევთ და მერე გავუმხელ და ვიცი რომ დამეთანმხება

 

მერე ალბათ სახლში წავალ დავიძინებ და სიზმრები ისევ განახლდებიან

სხვა თუ არაფერი შენი მოკითხვა მაინც ვინატრო

მე დაგელოდები წმინდა ავგუსტინის სკვერთან მუხის ხის ძირში

მე დაგელოდები პრიკოვიცზე[15] სადაც ემიგრანტების დასახლებაა და სადაც ჩემს სახელს თუ იკითხავ უმალ გეტყვიან სადაც ვცხოვრობ

მე დაგელოდები მოხუცი იერჟი დუდეკის[16] ბარში მარტო მჯდომი მარცხენა კუთხეში სადაც ერთხელ უცნობმა ტიპებმა მცემეს უცნობი მიზეზით რომელიც დღესაც გაურკვეველია

მე დაგელოდები იანუშ კორჩაკის ძეგლთან აქვე ამ ქუჩის გადაღმა

მე დაგელოდები ამ ქალაქის ყოველი ქუჩის ბოლოს

თუკი

შენ დამელოდები ჩვენი სკოლის წინ სადაც პირველად ვნახეთ ერთმანეთი

შენ დამელოდები დანგრეული ფაბრიკის შენობაში რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით რამდენ რამეს ინახავს

შენ დამელოდები მაცხოვრის შობის ეკლსიასთან სადაც ყოველკვირა დილით დადიოდი და მე კი უტიფრად დაგცინოდი ამ ყველაფერზე

შენ დამელოდები მაიაკოვსკის ქუჩაზე ნინოშვილის[17] ქუჩის გადაკვეთასთან სადაც ყველაფერი გითხარი რისი თქმაც მსურდა

შენ დამელოდები სამტრედიის რკინიგზის სადგურთან სადაც ბოლოჯერ გნახე

და ერთხელაც ჩვენი ლოდინი გაიწელება და გადაიკვეთება ერთმანეთში

ერთხელაც ეს ქუჩებიც გადალახავენ დისტანციას და გადაიკვეთებიან ერთმანეთში

და ერთხელაც ჩვენც ასე მოულოდნელად ასე დაუგეგმავად გადავიკვეთებით ერთმანეთში

ყველაფერი ხომ ასე მარტივადაც შეიძლება მოხდეს

 

 


 

13 ავტორს სრულებით გამორჩა რომ მესამე ადამიანიც დგას მათთან აჩრდილივით ატუზულა? თუ არ არის ავტორის ყურადღების ღირსი?

14 როგორც წინათ მოგახსენეთ ჩვენ ხელს არ ვაწერთ ავტორის გამონათქვამებს კერძო საკუთრება ჩვენთვის ხელშეუხებელია გვინდა ეს კარგად გაიგოთ

15 ამ დასახელებით ვერანაირ დასახლებას ვერ შეხვდებით კრაკოვში

16 ვეჭვობთ რომ ავტორმა ყოფელი პოლნელი ფეხბურთელის იერჟი დუდეკის სახელი შეარჩია ბარის მფლობელისთვის იერჟ დუდეკი არც მოხუცია და არც ბარს ფლობს ის ცხოვრობს კრაკოვში მშვიდად თავის სამ შვილთან და მის თანამეცხედრესთან ერთად

17 ვეჭვობთ რომ ავტორი არც სამტრედიაშია ნამყოფი ნინოშვილის ქუჩას სამტრედიაში ვერ შეხვდებით

 

 

 

 

1 2 3 4 5 6