ილია ჭანტურია
ილია ჭანტურია

დაიბადა 2000 წლის 17 თებერვალს ზუგდიდში.

სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიას.

წერს მოთხრობებს, ნოველებსა და წერილებს მხატვრულ ლიტერატურაზე. მისი ტექსტები დაბეჭდილია რამდენიმე ლიტერატურულ გაზეთსა და ჟურნალში.

2019 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პროზაული კრებული „ნინოშვილის 25“.

კრებული გახდა საბას, ლიტერასა და წინანდლის პრემიის ნომინანტი.