უკვე თვეები გავა სიზმარი არ დამსიზმრებია[11]

ვის დავაბრალო ეს ყველაფერი

შენ?

შენს უწერილობას?

შენს მოუკითხველობას?

არადა პირიქით უნდა იყოს თუკი არ გწერენ

სიზმრებმა სწორედ მაშინ უნდა დაგტანჯონ სწორედ

თუკი არაფერი საწუხარი არ გაქვს და არც დასანანი

რაღად უნდიხარ მტანჯველ სიზმრებს

 

ვის დავაბრალოთ ეს ყველფერი

ალბათ ამ ამინდს და ამ ამინდის არაპროგნოზირებადობას

გუშინ მზიანი დღე იყო ნავარაუდები ახლა კი წვიმს გადაუღებლად

 

საღამოა და სამსახურიც უკვე დასრულებული მაქვს

რა თქმა უნდა მე და კიდევ ორი თანამშრომელი დასალევს ვაფარებთ თავს

ერთ-ერთ მიმდებარე პარკის გადახურულში

 

ჩემს გვერდით მდგომი სომეხი ოფიციანტი მიჰრანი წუხს იმაზე

თუ რატომ არ გამოეხმაურო ასეთი გულისტკივილით მსოფლიო ყარაბაღის ომს

როგორც ეს უკრაინის შემთხვევაშია

მე მას ვამშვიდებ და ვეუბნები რომ

ყველასთვის დედაა მოსატყნავი ვისთვისაც ცხადია და ხმას არ იღებს

უკრაინელ ბავშვზე

სომეხ ბავშვზე

სირიელ ბავშვზე

პალესტინელ ბავშვზე

 

დამშვიდდი მიჰრან

ყველაფერი კარგად იქნება

დასალევი კიდევ დაგვრჩა და სასაუბროც ალბათ მეტი გვაქვს[12]

 

მიჰრანი თავს მიკრავს და მეთანხმება

განა არ აბრაზებს ეს ყველაფერი

უბრალოდ რამდენიმე წლის წინ სახლი დაუბომბეს და თავის ქვეყანაში კიდევ ავადმყოფი დედა დატოვა და თავისი და

აქ კიდევ ოფიციანტობით უნდა ირჩინოს თავი და თავისიანებს ფული უგზავნოს

 

დამშვიდდი მიჰრან

დასალევი კიდევ დაგვრჩა

აგერ დაისხი

 

 


 

11 ადამიანს ძილში ასობით სიზმარი ესიზმრება ავტორს ამაზე ინფორმაცია არ აქვს

12 აუცილებლად უნდა აღინიშნოს ავტორის მიდრეკილება ალკოჰოლისადმი თქვენც შეამჩნევდით იგი უკვე მეორედ ახსენებს ალკოჰოლს როგორც ამბობენ იგი ხშირად ეტანება სასმელს და საჯარო სივრცეებშიც არ თაკილობს ამ ყოველივეს იქნება ეს კორპუსების სადარბაზოები თუ პარკები  სადაც თავს იყრის ახალგაზრდობა არაფერს ვიტყვით იმაზე რომ სახლშიც სვამს მარტო ამას მისი ოჯახის წევრებიც დაგვემოწმებიან დიდი გულისტიკივილით

 

 

 

1 2 3 4 5 6