***

 

ამ დიდებულ სავარძელში,

ახლა მე რომ სახლში მიდგას,

ადრე ედგა დედოფალს და

ადრე დედოფალი იჯდა,

ამ დიდებულ სარკეშიაც

ჩაიხედეს დიდი ხნის წინ,

ათას ცხრაას თორმეტში ან

ათას ცხრაას თოთხმეტში ან

ათას ცხრაას… მოუთვლელში

უკმეხი ვარ,

სინამდვილეს თვალს ვუსწორებ

გზას და ფალასს,

გავივლი და გამოვივლი,

ზიზიას და დედოფალას

დავაძინებ…

წვივის ძვალზე ძაღლის კბილის

გაკვრა იყო თითქოს მწარე

და ვიცხოვრე სიმწარეში

გავყიდი და გავიხარებ.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8