***

 

დაბადებიდან მეშინია,

რომ მიმატოვებ,

დაბადებიდან მუხლებზე გეხვევი,

ხმას არ ვიმაღლებ, ვიბრუნებ

ძვლებში და ძველთაძველი

კარადიდან ვიღებ აბრეშუმს,

როგორც იმ ამბავს, თხრობად

რომ არ ღირს. გავხედავ ღამეს,

დელფინივით, ცუდს რომ არ ელის

და გამოღებულ ფანჯარაში

გულისსწორს ვიწვევ,

ყინულის მოედანზე სასრიალოდ

და იწყებს კივილს ცისქვეშეთი,

სარკისებური.

ვინც ნახა კარი ჯოჯოხეთის,

იმათგან ცოცხალი ვინ დარჩა?

ავადაა ჩემი ქმარი, არ სჯერა

ციების, არც სიცხე ედარდება.

ასეთი მინდოდა, ახლა კი ვჩივი,

ვერ დაეწევი საკუთარ  იღბალს,

ვერც თვალს დახუჭავ მოსვენებით.

ჩემს სულს სამოთხეში უნდა,

მე არ ვიცი, რა, სჯობს მართლა?!

სუნთქვაც კი არ მაქვს, წესიერი

თავისუფალი, პანიკაში ვარ.

გამაღვიძეთ, უღმერთოებო!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8