***

 

ჯერ კიდევ ჟონავდა,

ხალხისთვის მოსაყოლ ამბავს

რომ სირცხვილი დაარქვეს

და სირცხვილს სკანდალი,

შენს კარს მუშტები დავუშინე,

მერე – ჩლიქებიც, ბრახუნის ხმაზე

ქლესა კაცი გამოვიდა,

თვალები მჭიდროდ

ამიხვია.

მაინც დავინახე,

მისი ფრიალა კაბა,

ალუბლის ხეზე ეკიდა,

ფეხისგულებიდან დილის სხივები,

როგორც ხოჭოები ნიჟარაში,

მკვლელებს გაურბოდნენ.

ხელებმა

აბაზანის ოთახის

თაროდან ჟოჟობას ზეთი და

მშრალი ზღვის მარილი

გაიტანეს.

ღრუბელი დატოვეს.

წვიმს,

მარტოსული  ქრისტიანი

გზაზე გამოდგება,

გზა მთებს გადაივლის,

ვინც იცის ქინაქინის სიმწარე

მას ტკბილი არასდროს მოუნდება.

წიწილებს დაზრდიან საკენკით

და ჩიტებს კაკანათს დაუდგამენ.

სულ მალე ლოგინში

ჩავწვები,

მანამ კი შემომხედეთ

მინდვრის თაგვებო

და მეტროსადგურების

ვირთხებო…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8