*  *  *

,,ჩვენს  ზევით  მზეა – დროშა მარადი”.

                                                უიტმენი

 

Salut…

……………………………………………

როგორი სიმარტოვე ააგიზგიზე.

მხოლოდ წყალობა არის, ახლა, შენი ნათელი.

ხომ შემიძლია, უარი ვთქვა,

მიწის სილბო ვაგრძნობინო ხელებს და სახეს,

მერე უარგყო,

გულისტკივილში იმედად არ ამოგიყვანო.

ხომ შემიძლია…

………………………………………………………………

მე შენ მჭირდები

(ეს სიტყვები მხოლოდ ასე უნდა გამოთქვა).

ამოდი და დილა მახარე.

დამაყოვნე ღია სარკმელთან.

ჩამოდი ისე, უფრო ამაღლდე და

კეთილი იყოს შენი მობრძანება მიწაზე!

………………………………………………………………..

სისხლი გრძნობს სავსე სიახლოვეს ყველაზე კარგად.

თვალებს ვენდობი – ღამის ცაზე სევდად ანათებ.

სხეული მთვარეს უფრო გუობს და ამოდიხარ,

შენი ნათელი ხრიოკ სულში რომ დაავანო.

გამჭვირვალე სევდის ცისფერში შუქად ჩამდგარმა

მიწის სიმძიმე დამაძლევინე, მაგრამ …

განა მარტო ამისათვის მიყვარხარ, მზეო?!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11