*  *  *

ცას ფერი აქვს ახლა ალუბლის.

ან ფრთები უნდა გამოისხა,

ან ცარცისფერ კედელს შეასკდე…

შეხედე,

მიწას ჯანმრთელი და

მაინც მახინჯი ფესვებიც კი ვეღარ გუობენ.

ცას ფერი აქვს ისევ ალუბლის.

როდის არ გთხოვდა გული სივრცეს,

რომ ადგე და ახლა გაგიჟდე,

არადა…

უნდა გადაიხსნა მაჯა,

გაწვიმდეს ეს…

სისხლია თუ მეწყერია…

იღონე რამე.

ცას ფერი აქვს, ფერი ალუბლის.

დღეს უვნებელი არ გადარჩე ამ სასწაულს,

არ გადამრიო!

როგორ იქნება,

რომ ხვალ ცაზე კვლავ მზე აღმოხდეს

და… მიწა არ გეყაროს გულზე!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11