* * *

არ მახსოვს, სულის სიმშვიდეზე როდის ვილოცე
და აჰა, ჩემი ცოდვა-მადლის მჟავე ნაყოფი…
ხედი კარგია  აივნიდან! წითელ ღვინოსაც
სხვა არომატი მოეკიდა შენი თანყოფნით.
მოვიმიზეზო ახლა სუსხი, რა ვქნა, ჩაგეკრა?
იქნება, განდო არეული გულის ციმციმი.
ირიბმა  მზერამ წამიერი ფიქრი არეკლა
და გამჩნევ – სევდა გემატება, როცა იცინი.
………
მოკლედ,  ის იყო, მოდიო და… აგერ, მოვედი
და თვალი თვალშიც გაგიყარე რაღაც ორ ცდაზე…
თუმცა,  ექსპრომტს კი ვეღარ გიწერ ახლა პოეტი
ისე ლამაზად, შენ რომ შეცბი იმ ჩემ კოცნაზე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11