*  *  *

და მერამდენედ…

წიგნს კი არა,

უდასასრულო ტკივილს გადავშლი.

სულის ფსკერისკენ გაუტევს სევდა,

აციალდება არდამშრალი ცრემლის მარმაში.

ნეკნების მსხვრევა

(ხერხემალზე სიტყვას არ დავძრავ)

გაუსაძლის ყოფას ანათებს.

გაუკაფავი ხმაურის ტევრში

ბგერის სანდო მარადისობა,

როგორც მანანას,

მომაშველებს რწმენას გადამდებს.

და შემთხვევითი გადარჩენის

(უსიამოს თუნდაც) ჟრუანტელს

შევიცნობ. მერე…

ჩაიძირება ქალაქი და

დრო მოკვდება, როგორც რემარკთან…

უსაფუძვლოდ არ მეშინოდა,

აი, თურმე, რამდენი მზე,

რა უსაზღვრო სივრცე მემართა!

და მერამდენედ…

ახლოვდება თუ ახლდება წრფელი განცდა

ახლო წარსულის…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11