*  *  *

მზე დამიჩრდილე,

რომ დავღონდე ამ გაზაფხულზე,

ანდა, წაართვი ფერი ბალახებს…

კიდევ – ეს სისხლი გამიწყალე!

თორემ, ვაპირებ… გამიხარდეს ისე,

რომ გული ცას შეასკდეს

და ასხლეტილი სისხლის შხეფებით

ფერმკრთალი სახე მოვიხატო…

მერე ვირბინო სიხარულის ამოხდომამდე.

გზადაგზა ფეხით გამოვედო

ქვების პალიტრებს,

რომ ნაკვალევი აკვარელის ფერებში ახდეს.

ვაპირებ სიკვდილს

უსიკვდილოდ ამ გაზაფხულზე,

კიდევ – ვაპირებ

წყურვილივით გაჭრას მზვარეში…

მზე დამიჩრდილე…

დავღონდები.

მაცოცხლებელი წაართვი ფერი მწვანე ბალახებს!

თუ შეძლებ, სისხლიც გამიწყალე!

ამ გაზაფხულზე

თუ ფეხებზე არ დაგიკიდო…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11