* * *
გადახრილი ხეები, ოდნავ.
ქვები. ბალახები. ქვები. ბალახები ისევ.
არის – გენანება, აღარ – გენანება. ისმენ.
სიჩუმეს სულ სხვა სახე ჰქონდა.
დროა, მიდიოდე ახლა.
მზისკენ. სამუდამოდ. სულაც ჯანდაბაში, წადი.
მე. შენ. როიალსაც…
მალე მიგვიჩენენ ადგილს.
ყველას. ცას. ბალახებს. ქაღალდს.
ის ელამი თვალები, ოდნავ.
შენი. ამ ცის ფერი. შენი ხელები და სახე.
გადახრილი ხეები, ისევ.
ქარი გამუდმებით არხევს.
უშენობას თუ ჰქვია… ყოფნა…