*  *  *

არაფერს შეცვლი.

შენ ეს ცხოვრება ასეთი გინდა –

ცას მოწყვეტილი კენტი ვარსკვლავი,

მიწისკენ მსრბოლი მზისფერი ხაზი.

ან როგორ შეცვლი,

ჩუმად გიყვარს მანდარინის ხე.

როგორც კეთროვანს,

გეთხოვება ახლა სამყარო,

თუ ეთხოვები, ეს სულერთია.

არჩაქრობის სინათლის წელი აქვეა და

ვერწართმეული პოეზია.

სიგიჟე არა,

ეს მსხმოიარე მანდარინების

მგლოვიარე სურნელებაა.

და შენ თუ ატყობ,

გაბატონდნენ მზე და მთვარე დედამიწაზე.

ალბათ ამიტომ,

ჩვენ ამ გზაზე გვათენდება და გვაღამდება!

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11