შენ ხარ ნიჟარა

შენ ხარ ნიჟარა,
ყურთან რომ მესმის ტალღის თქარუნი.
ვხედავ,
გამლახე თეთრ პლანეტაზე ზეწრებიანად.
კუდუსუნამდე დავღვარე თმები
და ვერც კი ვხდები,
მერამდენედ კარგავს კალაპოტს,
მლაშე საწოლი ყოველ ბიძგისას.

რატომ მაკვირვებს,
რა საზღვრია სხეულებსა და ამ სივრცეს შორის,
მეკვრი და ალღობ გაყინულ გუნდებს.
მე მაპატიე,
დაგახვედრე თეთრი ხანძარი,
მაგრამ ამაოდ,
შენი მხრებიდან მზე ამოვარდა
და უცხელესი აისის ფერში
თითქოს პირველად დაქალდა ტანი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9