რა უნდა გენახათ უკეთესი

წარმოიდგინეთ თქვენს თავებში
შიშველი ტვინები.
მარტივად შენიშნავდით იმას,
რასაც სიყვარულს ეძახით.
არ გხიბლავთ თვალები,
სიცრუით სავსე?!
ხომ შეიძლება ხელები იყოს
გენიალური?
ეკვრით იღლიებს.
ფიქრობთ კედლებზე, ჭერზე
და იმ უსუსურ ატლასის ხოჭოზე,
რომელსაც აუცილებლად გაჭყლეტთ,
ოღონდ მალე გათავდეს უინტერესო რხევა.
სუნამოს ფლაკონს, მწვანე ქაღალდებს
შეაქვთ და გამოაქვთ ზეწარში ფანტაზია.
ბადურას თუ კარგად დაწმენდდით
არც თვალი იცრუებდა.
ბრმავდება ფიქრი…
ლოკავთ მათარას.
რა უნდა გენახათ უკეთესი,
თუ არა კაცი?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9