ღალატის სიმღერა

ნუ მსაყვედურობ! ის ღალატი იყო ხუმრობა,
შეკეტე პირში შენი ენა, არ დაიბოღმო.
თუ გაისადაც აღარ მოვა წვიმა, ფურთხს რომ ჰგავს,
ან შავი თოვლი, მე და შენ რომ ფეხზე არ გვეცვა.
შენ მომიძებნე წუღი უმალ, მე გაგექეცი,
შენ მომიძებნე წუღი უმალ
ჩემს გასაქცევად.
ვინ გაბედავდა ეთქვა ადრე: ეს ქალი მინდა.
დამიჭკნა სახე ვერ გაბედვაში,
აღარც ტაროს ვტეხ, გახმა მიწა, სულ დასნეულდა.
ტარო, რომელიც იმ დილამდე ჩემს სისხლში ვხარშე.
ნუ მსაყვედურობ! ის ღალატი დავიმსახურეთ.
ვერ მოიყვანე დიდი ყანა,
გამიზარმაცდი,
თუ დაივიწყებ, გაძლევ სიტყვას, მშვიდად ვიძინებ,
არ გავიხსენებ,
სხვის მოსავალზე ხელი რომ წამცდა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9