* * *
მთელი ცხოვრების განმავლობაში
მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრები.
ამიტომაც ნებისმიერ მარათონს
პულსის აუჩქარებლად
დავფარავ.

 

* * *

მე მინდა ვწერო, შენზე
როგორც
ჩემზე.

 

* * *
იმ სიტყვების მოსმენა მინდა
შენ,რომ დუმილის ფსკერზე
გადამალე.

 

* * *
ვწერ,
ანუ ვიმეორებ
საკუთარ მნიშვნელობებს,
პოემებში, ლექსებში, ტანკებში, ჰაუკებში.
ანუ ყველა სასურველ ფორმაში.

 

* * *
როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, მარტო იყო.
ძალიან მარტო.
შეიძლება ითქვას ცხოვრების რთული პერიოდი ედგა.
ამიტომაც გამოუვიდა ის, ასეთი
პერვერტული, ბრუტალური და გამოცანებით სავსე.

 

* * *
მე არ ვარ ის,
ვინც იცის გზები ცაში
მე ვარ ის,
ვინც იცის გზები საკუთარ თავში
და ამის გამო ფიქრი ჩემი სახელია.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8