სახელდება

 

რა რთულია წერო სიყვარულზე, როცა გიყვარს?!
რა რთულია წერო სიყვარულზე, წლის ნებისმიერ დროს.
თუნდაც თოვდეს, ბარდნიდეს და წარმოსახვა, როგორც ავი ძაღლი
წყობიდან გამოგყავდეს,
ან გაზაფხულის წვიმებმა, მოგონებები შეუბრალებლად აგიშლოს.
აზრი არ აქვს.
დუმს ლეპტოპის კლავიატურა.
ყოველთვის, როცა მინდა დავწერო სიყვარულზე,სიტყვები მისხყლდებიან
და საკუთარ მნიშვნელობებს მკაცრად მიმალავენ.
მე კი ჯიუტად ვცდილობ ისინი შენკენ მოვმართო,
რათა შემცირდეს მანძილი
ჩემიდან შესაძლო ლექსამდე.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8