გიორგი შონია
გიორგი შონია

გიორგი შონია დაიბადა ზუგდიდში, 1991 წლის 14 ოქტომბერს. 2010-2015 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. 2017 წელს კი ამავე უნივერისტეტის „უცხო ენათა ფილოლოგიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის“ მაგისტრი გახდა.

გიორგი შონიას / ჰანს პრომველის (მისივე მისტიფიკაცია) სადებიუტო პოეტური კრებული „ფაბრიკაცია“, რომელიც „ინტელექტმა“ 2016 წელს გამოსცა, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2017 წლის გამარჯვებული და პრემია „საბას“ ფინალისტია „დებიუტის“ ნომინაციაში.
მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ბელარუსულ და უკრაინულ ენებზე.