რეზონანსული აქტი

 

აი, ღამეა.
მე შემიძლია
ხელახლა გავხსნა ვორდის ფაილი
და მივიწყებულ ჭრილობებს მოგონებების არქივიდან გამოსვლის
ნება დავრთო.
რათა კიდევ ერთხელ შევხედო თითოეულ მათგანს
გამადიდებელი ლუპით,
რათა ახალმა შეგრძნებებმა დაბადონ ახალი სიტყვები
და ახალმა სიტყვებმა – ახალი ლექსები
და ახალმა ლექსება – ახალი განცდები
და ახალმა განცდებმა – ახალი ქმედებები
და პოეზია გახდეს ქმედითი, როგორც პოლიტიკა
და საყოველთაო, როგორც ზიზღი.

ღამევ, სულის ჩემისაებრ ვრცელო.
მე მზად ვარ შევასრულო ლექსი, როგორც წარმართული
რიტუალი.
და აი, მეც ვასრულებ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8