***

მას სიცოცხლე სწყუროდა.
მე კი უფროდაუფრო ვითრევდი ჩემს ჭაობში.
მდინარესავით კანი ჰქონდა
და ვაიძულებდი, ეყურებინა ჩემთვის –
ეყურებინა ტბისთვის.
მას სიცოცხლე სწყუროდა.
ენატრებოდა ხედები და ადგილები,
რომლებსაც ვავიწყებდი,
თუმცა ყოველ სეზონზე ვყვაოდი,
ყოველთვის შემეძლო დაბადება,
ყოველთვის მწვანედ ხასხასებდა
მკვდარი ტბა.
მას კი სიცოცხლე სწყუროდა თურმე.
მას მერე მიყვარს ჩუმად.
ჩუმად.

24.01.19

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9