***

შენ ჩემი არ ხარ. შენ მათი ხარ და მათნაირი
და ჩემ წინაშე ვერ გექნება ბრალი, რადგანაც
შენ ჩემი არ ხარ. ვეღარც ვხვდები, ამ უჰაერო
სივრცეში როგორ გაცოცხლებდი ამდენ ხანს კიდევ.
ვეღარ ვპოულობ ძალას შენკენ გადმოსადგამად
ნაბიჯის. თითქოს წინ ჩემივე სხეული მიდევს
და ვაკვირდები, ნუთუ ისე უცნაურია,
რომ უცხოობის განცდას ასე ძალიან იწვევს.
მასაც სცივა და მასაც შია, მასაც სწყურია,
მასაც გამოსდის, იდგეს, იჯდეს, უძრავად იწვეს.
მე აღარ ვბრაზობ. მხოლოდ მუჭებს ვკრავ და მათივე
სიმცირით ვხვდები, ვინ ვარ და ვის ჩავაბეტონებ
მათში. ახლა ვგრძნობ, მოთმინებით მისთვის ათიე
ჩემში, რომ ჩემი საკუთარი თავი მეპოვნა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9