*       *        *

 

არც მე მიყვარს გოგოებზე რომ ყვებიან ხოლმე.  ნებისმიერი ამბის ყველაზე ბანალური ხაზი ეგ არი, ტიპი რო ქალის გამო ტირის.  უამრავი მსგავსი ამბავი გაგვიგონია, მაგრამ ყველას მხოლოდ რომეო და ჯულიეტა აინტერესებს. იმიტო, რომ  როცა ეგ დაიწერა მაშინ მარტო ხმალაობა და ზასაობა იცოდნენ და სხვა გზა არ ჰქონდათ, რომეოს და ჯულიეტას ამბავში ხმალაობაც იყო და ზასაობაც. იმ პერიოდში უკეთესს ვერავინ ვერაფერს მოიგონებდა. ჩვენს დროში კი, იმიტომ მოსწონთ ეგ ამბავი, რომ ძალიან ძველია. ტექსტიც ძველია და უკვე კინოც ძველია თავისი იმ მუსიკით, მამაჩემი რომ უსტვენს ხოლმე სამსახურისკენ მიმავალ გზაზე.

მოკლედ, ახლა ვისაც აუდგება და არ მისცემენ ყველას ჰგონია, რომ შექპირს ჰგავს და თავის უიღბლო სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ფიქრობს, რო ეფექტურად გამოსდის და ჩვენც ინტერესით ვკვდებით. არადა მთელი ეს ამბები პათეტიკის ნაგვის ბუნკერია. მაგრამ ისიც სათქმელია, რო სინამდვილეში ყველაფრის უკან ისედაც  რომეო და ჯულიეტა დგას.  შეფუთვას გააჩნია ოღონდ. მაგრად თუ შეფუთავ იქნებ არც გაგინონ. მაგალითად გუშინ ვუყურებდი რემბო ოთხს. ზუსტად რა ჰქვია არ ვიცი. შეიძლება პროსტა ოთხი ქვია, ან მეოთხე სისხლი, იმიტო რო პირველ ნაწილს პირველი სისხლი ერქვა. მოკლედ,  ვუყურებდი და ვითომ ჰო პოლიტიკა და ჟუჟავენ ამ ბირმელ მებრინჯეებს და სისხლი და დედის წიოკი, მაგრამ მანდაც ნაშაა მთავარი. რემბო იმიტო ომობს, რო იმ ქალს გაუსწოროს, პიჟონი ამერიკელი მისიონერის ცოლს და ყველგან მასეა. ყველაფერს ემოცია უნდა და კაცებს კიდე ემოციებზე ქალები ხოდავენ.

ჰოდა გავკარი რემბოს ნაშას, რას გავდა. იმ ომში სულ სისხლიანი და ჭუჭყიანი დარბოდა ჟანა დარკივით. სამაგიეროდ, გოგონა რომელსაც მე დავდევ, ხშირად იცვამს ტყავის კაბას. მასთან ერთად ძალიან თბილი ადამიანი ვხდები.

წარმოიდგინეთ ნიკოლ კიდმანი, ოღონდ ოცი წლისა. სხვა ნაშებზე მაღალი და ჩემზე დაბალი. მომენტში რო გგონია, რო შენია და რძიანი შოკოლადის საჭმელად მოგყვება. შეჩემას არ გეძახის, მაგრამ იცი, რო იმან იცის და შენც იცი და ისე არ ხართ, როგორც შორეული ბიძაშვილები ნათესავის ქელეხში.  მერე მეორე დღეს უცებ ჩაგივლის, გამარჯ… არც ამთავრებს და იბნევი, ნიუჟელი პროსტა ნაცნობი ვარო.

მგონი სკლეროზი აქვს. ისეთი სკლეროზი მხოლოდ ერთი დღის დამახსოვრების ტრაკი რომ აქვთ და ახალი დღიდან ტვინის ნაცვლად ცარიელი ფურცელი რომ უდევთ თავში. ჰოდა ზოგჯერ მე მავსებინებს იმ ფურცელს, ზოგჯერ კი სხვები ჩემზე სწრაფად ავსებენ და ჩემი მოხაზული ასო ჰაერში უჩინარდება. მაგრად ვღიზიანდები, მისი ცარიელი ტვინი სხვების ასოებს როცა ანიჭებს უპირატესობას.

გუშინ დებილების კაფეში დავინახე. მაგ კაფეს მასე იმიტომ ვეძახი, რომ  ყველა ჩემი ნაცნობი, რომელიც მანდ დაგულაობს ვერ არი თავის მატორზე, ოღონდ ცუდ ამბავში. ერთხელ მაგ დებილებიდან ერთ-ერთმა მითხრა შენი ძმაკაცი ლიქოკელი რაის მწერალია, მე რო ქეიფი მიყვარდეს უკვე ცისფერყანწელი ვიქნებოდიო. ცისფერი ჰო ვარო და ყანწი რო მეჭირებოდაო მერე ჰო ვაბშეო. გამიხარდა ცისფრობაში რო გამომიტყდა.  ერთით ნაკლები ასოშემწყობი ეყოლება ჩემს ნიკოლ კიდმანს მეთქი – გავიფიქრე.

ჰოდა მაგ კაფეში იჯდა, ვიღაცა სათვალიან ყვერთან ერთად.  სათვალეს არაფერს ვერჩი, ვიღაცეებს დაჟე უხდებათ, მაგრამ ეს ჰო მიხვდი რა ტიპიც იქნებოდა.  ფრიადი ფიზიკაში, ასპროცენტიანი გრანტი და სამომავლოდ ფოტოს გადაღების შანსი ამერიკის სრულუფლებიან ელჩთან. მოკლედ ეგეთი კიდმანს ვერ დაკერავდა, მაგრამ მაინც ვფეთქავდი.

ჩავუარე, დამინახა, გამიცინა. კონსპექტები ედოთ. უეჭველი დავალებას წერდნენ ერთად. ოღონდ ის ტიპი მაგარი აჟიტირებული იყო. ცხოვრებაში პირველად ვერ ფიქრობდა სწავლაზე. კიდმანმა კიდე დაამუღამა ბოტანიკი როა და მაგის ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარჯზე ლექტორებისთვის უნდოდა რო ეჭმია. ის კიდე მძრეველია და ესეთ გოგოსთან ერთხელ ჯდომა სამი თვე ეყოფოდა საჭრაჭუნოდ.

კიდე ჩავუარე და მიხვდა რო ვატრაკებ. შუბლი შეიკრა. თვალებით მეუბნებოდა დაახვიეო. ეს ტიპიც ცოტა დაიბნა, რო ვბრაზდები მაგარი აპასნი იერი მაქ. ისედაც ყოველთვის კანზასელი ბაიკერის ზმანზე ვარ.

რამე ძვირიანით უნდა დამეკერა თორე უკვე ჩემზე შეუხედავ ტიპებზე მცვლიდა ეგ ახვარკა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8