*      *      *

 

ნანა ოთხმეზური დის ოთახში  დაუკაკუნებლად შევიდა. იღლიაში ლეპტოპი ჰქონდა ამოჩრილი.

 

„ეთუნა, გინდა ჩემი მოთხრობა წაგაკითხო? დღეს დავამთავრე.“

„შიშველი ვარ შე იდიოტკა, გაეთრიე!“ – ეთუნა ოთხმეზური ოთახში ტრუსიკით დატანტალებდა.

„ეეე წითელი ახალია?  ლურჯი მე მაჩუქე მაშინ.“

„გააადდდიიიი!!“

„რაიყო, პირველად ხომ არ გხედავ ლიფში და ტრუსიკში.“

„არ მსიამოვნებს!“

„ვიღაცა ბიჭებთანაც მასე წიკვინებ?“

„რა თქვიი?!“

„აქამდე ოცჯერ ჩავიცმევდი შენს ადგილზე.“

„არავინ გეკითხება. გადი მეთქი.“

„არ გავალ. ლურჯი ტრუსიკი მაჩუქე და გავალ.“

„მჭირდება ისიც.“

„რათ გინდა მაგდენი. მე სამი მაქვს. ძუძუები გაგზრდია ისე.“

„კარგი ნანიკო, გადი რა. შემეშვი. გეხვეწები.“ – ეთუნა აქვითინდა.“

„მოთხრობას განახებ და გავალ.“

„არ მაინტერესებს შენი მოთხრობა. თან რა უნდა იყოს შენი მოთხრობა. იდიოტობების ნერვები არ მაქვს.“

„ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა……………….“ –   ნანა ოთხმეზური ოთახიდან წივილით გაიქცა.

 

*          *         *

 

„ჩემი და სულ იმ გოგოებივით იქცეოდა, ამერიკულ ფილმებში რომ ნახულობდა. კოლეჯის ლამაზი ნაშებივით. მეც ისე მჩაგრავდა, როგორც ის დამპალი გოგოები ჩაგრავენ სუსტ ადამიანებს. არც არაფერს მჩუქნიდა არასდროს. ერთხელ ბავშვობაში მელნისფერი ფლომასტერი ვთხოვე და არ მომცა. დედა შემოვიდა და მიეციო, უბრძანა. დამპალმა ჩემმა დამ კი გადატეხა და არც მე და არც მაგასო. ყველას ჰგონია, რომ დამნაშავე სულ მე ვარ, მაგრამ სინამდვილეში ის არის ჩუმჩუმელა და ბოროტი გოგო. დღესაც შეეძლო, რომ ლურჯი ტრუსიკი მოეცა. არ მომცა. არადა რამდენი აქვს…   უნდა წავიდე ამ სახლიდან.“    –  დაასრულა მოთხრობა ნანა ოთხმეზურმა.

 

*        *        *

 

„გიორგავ, აბა ჩემ ძმაკაცს უთხარი იმ მხატვარს რა ქვია იმდღეს რო განახე.“ – ლუკა ეუბნება თავის მესტნი სტუმარს.

„დაიცა მოვალ და მერე მითხრას.“ – გავძახე.

 

სანამ მივიდოდი ჩემი ანდროიდ რაღაცა ამოვიღე და ათჯერ გავაჩხაკუნე.  ფურცელს თავში მინიმალისტურად ეწერა – „უსათაურო“ და არ მესიამოვნა. ეხლა მაგაზე მაფიქრე კიდე.  კარგი ტექსტი იყო თუ ცუდი ეგ არ მადარდებდა. ლუკას ცუდი სხვების კარგებს  სადაც გინდა იქ ჩახევს.  ჰოდა გადავუღე ფოტოები და ვდურთე რვეული უჯრაში. სინდისი სუფთა მაქ. ლიქოკელმა არ ვაქვეყნებო. ჰოდა მაგის ჭკუაც ვატირე, ისედაც ცნობილია და ლეგენდას ეძახიან. არაფერი დააკლდება.

 

„ჰა აბა მითხარი ბრატ.“ – მივადექი გიორგას.

„კარავა.“ – ამომხედა გიორგამ.

„რა კარავა?“

„კარავა ქვია იმ მხატვარს.“

„ვა…“

 

 

1 2 3 4 5 6 7 8