*      *      *

„ჩემი და ბოზია, იმიტომ ბევრი ბიჭები სწერენ. ამიტომ სულაც არ არის ბოზობა ცუდი. ძალიან მინდა, რომ მეც ბოზი ვიყო. მაგრამ, სამწუხაროდ პატიოსანი ვარ და არავინ მწერს. ჩემი და არ მანახებს ხოლმე თავის ფეისბუქს. ჰგონია, რო არ ვიცი პაემნები და რაღაცეები რო აქ ხოლმე.“  –  აქოშინებული წერდა ვორდში თავის პირველ ნოველას ნანიკო ოთხმეზური, რომ ლიტერატურულ კონკურს „ჯონათან ლივინგსტონში“ აიფონ ბოლო მოეგო.

 

 

*       *        *

 

საღამოს ვსვამდით მაყვლის ლიქიორს. მაყვლის კამპოტში ჭაჭა იყო არეული და მერე ერთად ადუღებული. გრადუსი დიდი ვერაფერი, მაგრამ გემო კარგი ჰქონდა. მე არ მიყვარს ალკოჰოლს რო გადაკრავ და კრუნჩხვებში ვარდები. რამეს რო სვამ, უნდა გესიამოვნოს.

ვისხედით ლუკას საგრაფოს უკვე ნახსენებ თეთრ დარბაზში. სწორედ იქ, სადაც ლიქოკელმა უცნობი ქართველი მხატვრების ორიგინალი ტილოების ეროვნული ნაკრები შეკრიბა. რამდენჯერაც მანდ შევედით, ეგრევე მაგათზე დაიწყო ლაპარაკი. ეს ჯიმი მოისწრაფიშვილიაო, ის კაკო სანადირაძის „სიყვარულის შადრევანიო“.  მერე ყვებოდა რომელი რამდენჯერ იყო ნამყოფი პარიზში. მხატვრები ჰო სულ პარიზში დადიან. ჰობია ეგეთი.  მე ფეხებზე მეკიდა, მაგრამ სტუმრად რო ხარ  მასპინძელს რაც უნდა რო მოისმინო ის უნდა მოისმინო. მსგავს დიპლომატიურ სვლებზეა დაფუძნებული პატარა ადამიანთა კეთილდღეობა.  ისე ერთი შეხედვით თითქოს არაფერი აინტერესებს და არც არავის აწონებს თავს, მაგრამ როგორც ყველა არტისტი, ეგეც იტყუება. ძალიან პოზიორი ხალხია კულტურის მუშაკები. ზოგი შეიძლება  ფულს აპროცენტებდეს, მევალეებს სისხლს უშრობდეს, ან აფერისტ მაკლერად მუშაობდეს და ლოხებს ბინებს აწერდეს,  მაგრამ თუ დასჭირდება, ეგრევე მიირტყამს გულზე ხელს, დადგება თავზე, აათამაშებს წარბებს  და ოოოჰ, ბოჰემმა, კააფე როტონდაა, მორის უტრილოო. მინახავს ეგეთები. უამრავი ფოტოს იღებენ  ბანძი ტელევიზიების ბანძი შოუების ბანძ წამყვანებთან. ლუკა ეგეთ რამეებს არ კადრულობს, მაგრამ  უნდა ნახოთ რა ამჩატებულია ხოლმე ისეთ რამეებს როცა ყვება, რაც  კარგად იცის და შენ საერთოდ არ იცი. თან სიამოვნებას იღებს. უყვარს რასაც ყვება. თან შენც გეკაიფება. უპირატესობას გიმტკიცებს.

მოკლედ ვსვამდით  მაყვლის ლიქიორს და ვსუნავდი იმ თეთრ კედლებს. კრასკის და რაღაცის ცივი სუნი იყო არეული და მისწორდებოდა. სულ მესიზმრებოდა ხოლმე ასეთი დიდი თეთრი ოთახები, თეთრი პიანინოებით. ტიპი ავე მარიას ან რამეს უკრავდა და ძაან ნაზად და აი ისე, რო გგონია რო კლავიშები ცოლ-ქმრულ ამბავში უყვარს და ეფერება. ვინმე თეთრებში ჩაცმული ნაშაც  დაბორიალობდა ხოლმე აქა-იქ, მღეროდა ძველ იტალიურ რაღაცეებს.

დღეს დღე მისდევდა ლიქოკელთან. ათზე ადგებოდა, კატებს აჭმევდა. მერე ბოსტანში ან ტყეში გაისეირნებდა. რო დაღამდებოდა შუქებს ჩააქრობდა, სანთელს აანთებდა და  ან კითხულობდა, ან წრუპავდა თავის მოგონილ სასმელებს. იმიტო ვსვამ, რო მოფინისტი არ გავხდეო. აქ ან ერთი უნდა ქნა, ან მეორეო. მორფინისტებს იმათ ეძახდა პლანს ვინც ეწევა, თორე რა უნდოდა იმ გადაკარგულში წამალს. მოკლედ, მაგასავით რომ ვყოფილიყავი  რამდენიმე დღე გავძლებდი. შეიძლება ერთი კვირაც გამექაჩა, მაგრამ საბოლოოდ გავაფრენდი.

„მშია ტო…“ – ვეუბნები.

„ჩადი და ჭამე.“

„რა ვჭამო, ან სად ვჭამო?“

„შკაფში არი კალბასი. ფინური სალიამი თუ რაღაცა.“

„გუშინაც ეგ არ ვჭამეთ?!“

„მარტო ეგ მაქ. მაგარი ვეშია.“

„კუჭი აგვიფეთქდება.“

„მაგრა მბურღავ უჟე.“

„მშია და რა ვქნა.“

„ჭამე კალბასი.“

„აღარ მინდა კალბასი.“

„მაშინ გშიოდეს.“

„რა ჯიბრში მიდგები, სისხლი გამოგიცვალეს?“

„კაი ყველს და პურს მოგცემ.“ – წამოდგა გაბრაზებული.

„აქამდე რატო არ მაძლევდი?“

„კალბასზე უნა გადამეტარებინე და იმიტო.“

„და რატო?“

„ყველი ძვირია, ცოტა მაქ და ჩემთვის ვიზოგავ.“

„ისე აქ მარტო კვერცხებს იფხან თუ წერ კიდეც რამეს?“

„კვერცხებს მამაშენი იფხანს.“

„ანუ?“

„რვეულში ვკაიფობ ხოლმე რაღაცეებს.“

„იცი იქ რა ხდება?! იმენნა ბესტსელერა როჟა ხარ. შენ შავთეთრ ფოტოებს აზიარებენ ნაშები.“

„მაგრა მეშინია მაგათი.“

„ნაშების?“

„ვაბშე იქაური ხალხის. გიჟები არიან ჰო ხედავ.“

„რა მნიშვნელობა აქ იქაურს და აქაურს. ხალხი ხალხია.“

„არა. აქ ცოტა ხალხია. ხალხი კიდე ბევრი ერთადაა აპასნი. შეიძლება ცალ-ცალკე იყვნენ, მაგრამ ბევრნი. “

„მაგიტო მოტყდი?“

„რა შუაშია. რატო მოვტყდი ვაბშე?!  მოტეხვა ისაა რო გარბიხარ. მე კიდე წამოვედი. საკაიფოდ ვარ და ვსო.“

„მანახე რას კაიფობ აბა იმ რვეულებში. თუ მერე ვნახავ, რო გამოაქვეყნებ?“

„გამოვაქვეყნებ არა ტოროლა. უჯრაში გდია და ნახე როცა მოგინდება.“

 

 

1 2 3 4 5 6 7 8