*               *              *

 

ზამთარში გრძელი თმა გრძელი თმა უნდა გქონდეს. მოკლე თმაზე ჩამოფხატული ქუდი მაგრად ამახინჯებს. გრძელ თმაზე რო გაქ ჩამოფხატული  80-იანების პანკ-როკერს ჰგავხარ და არც ისეთი უბრალო და უაზრო ჩანხარ,  ვიღაცეებმა ზედ რო არ მოგაფურთხონ. პაბალშომუ ზამთარი პაემნებისთვის სულელური დროა, რადგან სიცივეში ბევრი უნდა იწვალო, რომ ვინმეს მოეწონო. როცა არ ცივა ის გაცვია რაც გინდა. ზამთარში კი, ან გაყინვა უნდა აირჩიო,  კაი ტიპობა.

ვიჯექი დებილების კაფეში და ვჭამდი გარედან შემოტანილ მამალო კანფეტს. წინა დღეს იმ ჩემის  ნიკოლ კიდმანს მივწერე. ბოლოს რომ დამსინა, მაგის მერე თავს ვიფასებდი. ჰოდა მივწერე. ცოტა ვიწერავეთ და მერე დამთანხმდა, რო მეორე დილიდან მისი მეხსიერების ცარიელი ფურცლები ჩემს ასოებს უნდა შეევსო.  სამზე მოვალო მითხრა.  ლიქოკელთან რომ წავედი, იმის მერე არ მყავდა ნანახი.

ოთხის ოც წუთზე შემოვიდა. ნაცრისფერი კლასიკური შარვალი ეცვა.  ნაზად მოიკლაკნებოდა. როგორც ყოველთვის ცდილობდა, რომ თავისი ცხვირისთვის ეყურებინა და შუბლი არ გაეხსნა. თავი დიდი ვინმე ეგონა.  თეძოებზე ვუყურებდი. გული ამიჩქარდა და ფეხი-ფეხზე გადავიდე, რომ არაფერი შემტყობოდა.   მაგასაც მაგრად სციოდა, რადგან ძალიან ფუმფულა ყავისფერი დუტის კურტკა ეცვა. ბოლო დროს ვაკვირდები, რომ რაც უფრო მეტი აცვია, მით უფრო მაგრად მერხევა.

„როგორ ხაარ?“ – ჩამომიჯდა სკამზე.

„საკაიფოდ.“ – ვუთხარი და გავჩუმდი. მასე ვიცი ხოლმე პირველი ფრაზის მერე გამოსირება.

„ჩაი უნდა დავლიო. შემცივდა გარეთ. შენ არ გინდა?“

„ჩაი არა ისა…“ – გამიტყდა ამას რომ უნდა ეყიდა.

„სად იყავი დაკარგული?“

„ვა შენიშნე?!“

„რა შევნიშნე?“

„დაკარგული რო ვიყავი.“

„რავი. ფეისბუქზე არ მწერდი. ქუჩაშიც არ შემხვედრიხარ…“

„ინერვიულე?“

„არა. მე რაზე უნდა მენერვიულა.“

„ჰოდა არ გკიდია სად ვიყავი?!  ნუ მეკითხები ვაბშე.“

„რა გაყვირებს? თუ გინდა მითხარი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი.“

„კახეთში ვიყავი. ლუკა ლიქოკელთან.“

„იმ ლუკა ლიქოკელთან?“

„ჩემი ძმაკაცია.“

„გილოცავ. ჩაის დავლევ და წავალ. ნერვები არ გაქვს წესრიგში აშკარად.“

„სად წახვალ ტო? ეხლა არ მოხვედი? დაჯე რა.“

„მშვიდად…  შეგპირდი გნახავთქო და გნახე. არ მითქვამს რამდენი ხნით გნახავდი.“

„ეთუნა, რაღაცას მოგცემ და უეჭველი უნდა გამომართვა. არც გავალდებულებ, არაფერი. პროსტა მინდა რო სახსოვრად გქონდეს ჩემგან. იმენნა შენთვის ვიჩალიჩე.“

„ნუ მაშინებ. საიუველირო გაიტანე?“

„არა… აი აიღე.“ – აიფონ ბოლო დავუდე მაგიდაზე.

„ვაიმე… აუ… ეს… ამის ფული შენ… კაი რა… ვერ გამოგართმევ.“

„ფულის გამო თუ არ მართმევ, გეტყვი, რომ მოვიგე.“

„რააა?“

„მოვიგე.“

„შენ ხარ ის ბიჭი?!“

„ვინ ბიჭი?“

„აუ ნეტა სახელი და გვარიც მეკითხა. შე ნაბიჭვარო, ახვარო, ნარცისო, მანიაკო!!! დაგეგმე ყველაფერი ჰო?!  ჩემი დის მხრიდან როგორ დამარტყი?  გული საერთოდ არ გაქვს?  ნანიკოთი აბაროტი… კარგი რა. ამით რა დამიმტკიცე?  –  ნიკოლ კიდმანი მაგრად ატირდა და აყვირდა.

„რა შენი და?  აზრზე არ ვარ რას ამბობ. და გყავს?“

„დაახვიე რა ნიკუშ. გააჯვი!“ – მითხრა და ატირებული გაიქცა.

 

აზრზე ვერ მოვედი რა უნდოდა.  მაგრამ ეგ ჩემის ნიკოლ კიდმანიც ისეთივე უმადური და  გაუგებარია, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული სპეციფიკური თავისებურებანი. გვალვის დროს, აფრიკელი გოგოსთვის ის ორი ყლუპი წყალი რომ მიმეცა წუხელ რაკოინაში რომ ჩავღვარე, მისი ცხოვრების მთავარ ტიპად ვიქცეოდი.  ამას კიდე რას ვჩუქნიდი და მაფურთხა და დამახვევინა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8