არ გამიტრაკებია. მე არ ვიცი მხატვრები. შეიძლება მართლაა ვინმე კარავა. ან კლიჩკა აქ ეგეთი. თან ფეხებზე მეკიდა, გიორგამ რომელი მხატვრის გვარი იცოდა.

 

„კარავა კიარა, კარავაჯო.“ – დასცინა ლიქოკელმა.

„ჰო კარავა.“ – ისევ ატრაკებს თელაველი.

„კარავაჯო მეთქი.“

„ჰოოო,  მეც მაგას არ ვიძახი?!“

„შენ კარავას იძახი.“

„შენც მაგას იძახი.“

„მე ვიძახი კარავაჯოს.“

„დაიცა…“

„რაიყო?“

„ბოლოში ჯოს მე არ მეუბნები?“

„არა. თავიდან ბოლომდე იმის გვარია. გადაბმულად – კარავაჯო. დაჟე კარავაჯჯიო იწერება.“

„ერთი უყურე მაგას…“

 

ტვინი წაიღეს თავისი კარავაჯოთი. ჩემთვის დავჯექი აივნის მეორე ბოლოში და ქართველ რეპერებს ვუსმენდი. ერთი კატა ჩემთან მოვიდა, მშიაო.  ყველაზე დიდი რომელიც არი, თედოსიო რო ჰქვია. მეთქი წადი ლუკა გაჭმევს. მაინც იქ იდგა. მგონი მაგასაც კარავაჯო არ მოსწონდა.

 

„ეეე, გამორთე რა ბიჭო!“ – დამიყვირა ლუკამ.

„რატო?“

„ქაჯობაა და იმიტო.“

„აკი ტრეში მიყვარსო?“

„ტრეში ისაა ნაგავში რო ყვავილი ამოვა  და უფრო კაი სუნს აყენებს. ეგ შენი რეპერები კიდე იმენა ნაგვის პროდუქტია. იგივე სუნი აქ.“

„რას ატრაკებ თუ ძმა ხარ?!“

„აი წარმოიდგინე ოცი უტვინო. ოცდამეერთე გამოერიათ ჭკვიანი. ეგ ჭკვიანი გიტარას დაითრევს და ამათ უმღერის რო აზრზე მოდით, ბანძები ხართ, კაი ტიპები გახდითო. აი ეგეთი ტრეში მიყვარს მე. შენ რო უსმენ ეგ ტიპები ოც უტვინოში ოცდამეერთე უტვინოები არიან და ამ უტვინოებს ეუბნებიან, ჩვენ კაი ტიპები ვართ, ეგეთებად დავრჩეთ, სხვები გვჩაგრავენო.“

„ჩვენ აქ სხვანაირ სიმღერებს ვუბერავთ ხოლმე ძმა.“ – ჩაგვერთო გიორგა.

„როგორს?“

„როგორს და ესტა კანსიონ კე კანტო ამიგოს, სი სულა მატე დოლოორ…“ – ამღერდა ლუკა.

„თქვენც არ იყოთ ხუარესის რაიონი, ქალაქი ოხინაგა.“

„ხვალე ღვინოს და გიტარას ამოვიტან და შევუბეროთ. მე არ ვიცოდი ეგეთი სიმღერები, მარა ლუკამ მასწავლა.“ – ხელებს იფშვნეტდა გიორგა.

„ხვალ დილით თბილისში ვგაზავ ბრატ.“

„ვა მართლა ტო?“ – მკითხა ლუკამ.

„ჰო ლუკაჩო, სამსახურის პონტი გამეჩითა.“

 

 

1 2 3 4 5 6 7 8