9.

მე ვემზადები

აფეთქებისთვის

სიზმრის კიდეზე,

ისევე, როგორც

წყალუხვობისთვის

ემზადებიან

დამშრალი ჭები.

მე ვემზადები

გასროლისთვის

სიზმრის კიდეზე,

ისევე, როგორც

ემზადებიან

ქვები

მკვდარ საბადოთა სიღრმეებში.

მე ვემზადები

სიკვდილისათვის

სიზმრის კიდეზე,

ისევე, როგორც ემზადება

მოწამე

კვლავ სიკვდილისათვის.

მე ვემზადები

ამოხეთქვისთვის

ცხადის კიდეზე,

ისევე, როგორც გრგვინავს ვულკანი

ამოფრქვევისთვის.

 

10.

მორჩა მგზავრობა.

ვინ დაფარა ჩემი საყვარელი?

როგორ გადაიარა მოულოდნელობათა ზეცა

და როგორ ჩაიმალა

ჩემი საყვარლის თვალებში.

მგზავრობა მორჩა.

ჩემი მეგობრები მიდიან ჩემგან,

ჩემი მეგობრები ანაზდად კვდებიან.

მგზავრობა დასრულდა

მერცხლის ფრთებზე.

მგზავრობა დაიწყო

მაშინ, როცა გაიქცა პატიმარი.

არ შემიცნია დაკარგვა

ჯაჭვების ჟღრიალში.

ჩემი ხორცი განათებული იყო

სახლების ბანებივით

ჩემი მტრისთვის,

მაგრამ

არ შემიცნია დაკარგვა

ჯაჭვების ჟღრიალში…

ჩემგან მიდიან ჩემი მეგობრები,

ჩემი მეგობრები ანაზდად კვდებიან.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8