8.

ხანგრძლივმა აგონიამ

ჩემი ბავშვობის გარეუბნების ქუჩისკენ მიმაბრუნა,

შემიძღვა სახლებში,

გულებსა

და პურის თავთავებში.

მომცა თვითშეგნება,

მაქცია თავსატეხად

ხანგრძლივმა აგონიამ.

 

* * *

მოეჩვენათ, რომ მკვდარი ვიყავი და სასჯელი – სიმღერებით გადასახდელი.
ჩაიარეს და არ წარმოუთქვამთ ჩემი სახელი.

დამარხეს ჩემი გვამი სახვევებსა და მისაქცევებში

და გამშორდნენ (და ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობდი,

დარჩება ქვეყნად, რომელზეც ვოცნებობდი).

ცხოვრება მოკლე იყო,

სიკვდილი – ხანგრძლივი.

ვიხეტიალე ცოტა ხანს ამქვეყნად.

და ჩემი მიწის სახელი ჩემს გვამსა და თოკზე წავაწერე

და ვთქვი: ჩემი გზა ეს არის!

ეს კი ჩემი გზის მაჩვენებელია

სანაპიროს ქალაქებისკენ.

და დავიძარი.

მაგრამ მათ მომაშთეს.

 

* * *

დამარხეს ჩემი გვამი სახვევებსა და მისაქცევებში

და გამშორდნენ (და ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობდი,

დარჩება ქვეყნად, რომელზეც ვოცნებობდი).

 

* * *

მე ვარ ხანგრძლივ აგონიაში

სევდის ბატონი

და ცრემლი ყველა შეყვარებული არაბი გოგონასი.

და მომრავლებულან ჩემ გარშემო მომღერლები და ორატორნი

და ჩემს გვამზე ამოიზრდებიან პოეზია და ლიდერები

და მშობლიური ენის ყოველი ემისარი

ტაშს უკრავს.

ტაშს უკრავს.

ტაშს უკრავს

და მრავალჟამიერ, ხანგრძლივო აგონიავ!

 

* * *

ხანგრძლივმა აგონიამ

ჩემი ბავშვობის გარეუბანთა ქუჩაზე მიმაბრუნა.

შემიძღვა სახლებში, გულებსა და პურის თავთავებში,

მაქცია თავსატეხად,

მომცა თვითშეგნება

და მემკვიდრეობა დინასტიებისა.

 

1 2 3 4 5 6 7 8