მაჰმუდ დარვიში
მაჰმუდ დარვიში
მაჰმუდ დარვიში – XX საუკუნის გამოჩენილი არაბი პოეტი.  დაიბადა 1941 წლის 13 მარტს, პალესტინაში, გალილეის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელ ალ-ბირვაში, აქას სანაპიროზე. 1948 წელს მისი ოჯახი სხვა პალესტინელი არაბი ლტოლვილების მხარდამხარ იძულებული გახდა ლიბანში გადასახლებულიყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლიურ სოფელში, რომელიც დანგრეული დახვდათ, მის ადგილას კი ებრული დასახლება გაეშენებინათ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაწევრიანდა პალესტინის სოციალისტურ პარტიაში და მუშაობდა ჟურნალისტად პარტიულ პრესაში. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო იყო მუდ...

მაჰმუდ დარვიში – XX საუკუნის გამოჩენილი არაბი პოეტი.  დაიბადა 1941 წლის 13 მარტს, პალესტინაში, გალილეის სამხრეთით მდებარე პატარა სოფელ ალ-ბირვაში, აქას სანაპიროზე. 1948 წელს მისი ოჯახი სხვა პალესტინელი არაბი ლტოლვილების მხარდამხარ იძულებული გახდა ლიბანში გადასახლებულიყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლიურ სოფელში, რომელიც დანგრეული დახვდათ, მის ადგილას კი ებრული დასახლება გაეშენებინათ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაწევრიანდა პალესტინის სოციალისტურ პარტიაში და მუშაობდა ჟურნალისტად პარტიულ პრესაში. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო იყო მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მუდმივად ხდებოდა იძულებული, შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი. 1972 წელს ჩამოვიდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში და რამდენიმე წელს სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე; მოსკოვიდან ლტოლვილის სტატუსით დაბრუნდა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, იქიდან კი მალევე გადავიდა ლიბანში.

ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ითვლება ერთ-ერთ უკანასკნელ დიდ არაბ პოეტად.

გარდაიცვალა 2008 წლის 9 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ კლინიკაში.

მეტი მაჩვენე ნაკლები