ოთახში ამ დროს მარიკუნა შემოვიდა და ტატოსთვის ჩაი შემოიტანა. ყველანი გასუსულები ისხდნენ და მარიკუნას გასვლას ელოდნენ. მარიკუნას გულმა უგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო და ტატოს წარბშეკრული შეაცქერდა.

– რაო-რაო, სად წაიქეცი, ესე იგი?! – იკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

– ფეხი დამიცურდა… კიბეზე… “ივერიასთან”… – გულგრილად მიუგდო ტატომ და ახლად დასხმული ჩაი ხმაურით მოხვრიპა. – ეს ბოტასები სუ ცურავს… – დაიხედა მერე ფეხებზე. – ნალები ხომ არ დამერტყა?

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

– ნალები ტვინზე გაქ დასარტყამი შენ! – თქვა მარიკუნამ მკაცრად და ლოჯიდან სწრაფი ნაბიჯის გავიდა.

ტატომ ბებიას ღიმილის შეხედა.

– ყველაზე მაგარი ბოტასი მე მაცვია მთელ თბილისში… ცურავს არა, სირი… – თქვა და პირზე ხელი უცებ აიფარა.

– ბებო!! – დაუბრიალა მყისვე თვალები ტატოს ელენამ და ტატომაც პასუხად მორცხვად დახარა შებინტული თავი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9