***

ჩვენ საუცხოო მეგობრები ვართ.

ერთმანეთს ვხოცავთ.

გვიყვარს, როდესაც მზე ამოდის,

ჩვენ კი მკვდრები ვართ.

 

ერთმანეთისკენ ვგზავნით ყველა მხურვალე ლოცვას.

 

არაფერია, რაც შემაჩერებს.

შენს ხელში მოვკვდე.

მაგ ფრთებმა მზიდონ. და როდესაც აღარ ვიქნები,

სუყველა ნივთი მოისროლე.

და

ჩემი მხოლოდ იმედი გქონდეს.

 

მზე საცოდავად ჩაიზნიქება…

 

ჩემი თოვლი კი შენთვის ითოვებს.

ჩემი სიზმრები შენს გულში რჩება.

და სავსე მთვარეს რომ შეხედავ,

ნატვრა ჩაუთქვი.

 

რაც კი გატკინე, ერთი ორად

იგრძნეს ამ ძვლებმა.

(ასეა, კლავ და კვდები თვითონვე)

 

ჩემი ცა გხურავს.

შენთან ვტოვებ ყველა გასაღებს.

აღარაფერი აღარ ხდება ირგვლივ. ბინდია.

შემისახლე და ყველასაგან გადამასახლე.

ვეღარ განვიცდი, რომ მივდივარ ან რომ მიდიან.

 

არაფერია, რაც შემაჩერებს.

შენს ხელში მოვკვდე.

მაგ ფრთებმა მზიდონ. და როდესაც აღარ ვიქნები,

სუყველა ნივთი მოისროლე.

და

ჩემი მხოლოდ იმედი გქონდეს.

 

მზე საცოდავად ჩაიზნიქება…

 

1 2 3 4 5 6 7 8