***

მე მტაცებელი ცხოველი ვარ.
მბზინავი ბეწვით დაფარული.
ჭრილობები, რომლებსაც მე გაყენებ,
ტანზე გამომდის.
მზის გულზე ვწვები
და წყლულების მოსაშუშებლად
სხეულს დასერილი ენით ვილოკავ.
ჩემი კუნძულებიანი ენით.

მზის გულზე ვწვები.
სველ ბალახზე,
რომლის სისველეც ჩემში შრება.

შენ კი ცაზე ხარ გადაჭიმული.
და ვგრძნობ, როგორ მენატრება ყველა ფერი.

შეუძლებელია გადარჩენა
ამ დროს, როდესაც მზეზე ვწვები
და შენ მოდიხარ,
რადგან ყველაფერი დამავიწყო.
და ჩემთან ერთად ლოკავ შენს ჭრილობებს
ჩემს სხეულზე.

 

 

***

მხოლოდ ერთი ბზარი და მხოლოდ ერთი ფურცელი.

ყველაფერს მიეჩვიე. ყველაფერს გაუძელი.

თაბაშირის თითები. თაბაშირის ღიმილი.

იღუპები უცრემლოდ.

 

იღუპები უცრემლოდ.

1 2 3 4 5 6 7 8