***

მეძებდე და მიწის ზემოთ არ გეგულებოდე

გტკიოდეს და არაფერი გშველოდეს

ქარივით გადაგიაროს ამ სიჩუმემ

ყველა კედელი დაინახო

და

მეძებდე და მიწის ზემოთ არ გეგულებოდე

გტკიოდეს და ყველაფერი გშველოდეს

 

 

***

ლურჯი ტალღა.

და ჩემკენ რო მოიწევ

და ჩემს თითებს მოაწვება სისველე.

მე რო ვიწვე.

სულ რო ვიწვე.

რო ვიწვე

და რომ გითხრა

ვისვენებ.

 

თეთრი ქაფი.

და ფარდებს რომ შეარხევს

მოლოდინი.

შეიცვლება ამინდი.

ყველა თოვლში და წვიმაში

შენა ხარ,

რაც მე სულში დამიდის.

 

ლურჯი ტალღა

და ჩემკენ რო მოიწევ

ჩემს თითებს რო მოაწვება სისველე

მე რო ვიწვე

სულ რო ვიწვე

რო ვიწვე

და რომ გითხრა ვისვენებ

 

 

1 2 3 4 5 6 7 8