***

 

ხომ გტოვებს ღმერთი. ტოვებ ღმერთსაც. ვერაფერს ირგებ.

ვერაფერს იგებ. სამუდამოდ ვერც ბნელში რჩები,

რადგან მახეა სიხარული. ცხოვრება – ცირკი.

და შენ საბრალო ცხოველი ხარ, რომელსაც ძვლების

ან ტკბილეულის გამო უწევს ცეცხლთან თამაში.

თამაში ისე, რომ მოწყენა მხოლოდ თვალებმა

ატარონ. (თვალებს, იშვიათად, თუ ვინმე უმზერს)

ეს რა გულია. რა ღმერთი ხარ. რაა ამაში

საინტერესო. ვწუხვარ ყოფნას და უკვდავება

მაჩნია ორმოდ გადაქცეულ პირღია გულზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8