***

შენთვის მომქონდა სიხარული. ხელში ჩამაკვდა.

მოუსვენარი სიმშვიდეც რა დიდხანს ვარწიე,

სანამ მოვედი შენს ხელთუქმნელ ოქროს ჰამაკთან,

რომელშიც მშვიდად აძინებდი ბრმა თავგანწირვებს.

მე ყველაფერი გულით მსურდა და ვერ შევძელო.

აღარც ის მინდა, რომ გაფანტულ თავს გაძალებდე.

თუმცა ვეღარსად. წარსულშიც კი ვერ გავექცევი

შენს თვალებს, ჩემი მოღრუბლული ზეცის ბწკარედებს.

შენს მერცხლებს, ძველი ბუდესავით, რომ მომძებნიან.

შენს ტოტებს, ჩემთვის ზამთარშიც რომ გამოისხამენ

ფოთლებს. ეს გზები, საცალფეხო, ჩემი გზებია,

ამიტომ მზარავს, თან მახარებს შენი მრისხანე

სიმშვიდე, თითქოს, ყველაფერზე იყო თანახმა.

ვიცი, რომ ერთ დღეს გადახაზავ სისხლით ნაწერებს.

და სანამ წახვალ, ყველა კუთხე-კუნჭულს დანაღმავ.

და შენც შენს კუთვნილ საცალფეხო გზას გააგრძელებ.

 

1 2 3 4 5 6 7 8