ბზარი

 

დამარცხდა  თითქმის ყველა,

ვინც გულისთქმას შეუშინდა

და გაექცა.

 

გაილია თითქმის ყველა

თავშეკავებული ღიმილი,

გაუჩინარდა.

 

გაიბზარა თითქმის ყველა   ხმა

უთქმელი ამბით

ვეღარ იმორჩილებ.

 

წარსულში დარჩა  ყველა ბედნიერება,

რადგან მაშინ ვაღიარეთ,

როცა ჩაიარა.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7