სიმღერის და მეხსიერების

 

რაც არ მახსოვს

მარტივია წარმოსახვისთვის.

იტირებდა დედაჩემი.

ძნელია მშობიარობის ტკივილის მოთმენა,

თუმცა მაინც იმღერებდა იავნანას.

9 აპრილი, 1967 წელი, 

 

რაც მახსოვს –

ვლოცულობდით და  გვჯეროდა,

აგვჩეხეს, გვტკიოდა და

მაინც ვმღეროდით:

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,

მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ“.

 

9 აპრილი,1989 წელი

რაც მახსენდება

გამოვაცხადეთ, რომ თავად გვინდა

გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და მომავალი.

ვიმღერეთ და მოვნიშნეთ

კიდევ ერთი უქმე კალენდარზე.

 

9 აპრილი, 1991 წელი 

რასაც ვიმახსოვრებ

ჩვენ ისევ ვმღერით

ჩრდილოელის  გავლებულ მავთულხლართთან

და სიმღერით ვეძებთ საყვარლის საფლავს.

 

9 აპრილი, 2018 წელი

 

1 2 3 4 5 6 7