მცოცავი ოკუპაცია

„პუტინი ღამღამობით ნაწილნაწილ კბეჩს საქართველოს მიწას

ჰერტა მიულერი

 

ჰერტა,

მაღალია შენი ტრიბუნა,

ხმა მკაფიოდ ისმის –

დამაჯერებლად.

 

ჰერტა,

ჩვენშიც გაუმაძღარს

ღორს ეძახიან.

ღორის შიმშილს რა დააოკებს

განა მხოლოდ ღამით,

დღისითაც  ლუკმა-ლუკმა გვჭამს.

 

ჰერტა,

შენ კარგად იცნობ მათ,

ვის გულშიც მხეცი ბუდობს,

ყველგანმყოფი და ყოვლისშემძლე.

 

ჩვენ რომ შეგვჭამს

მათ მიადგება

ვისი აღშფოთებაც

ყველგანმავალი  მანქანის ჭერს  ვერ ასცდა.

 

გააფრთხილე ისინიც, ჰერტა.

 

 

1 2 3 4 5 6 7