WEB პორტფელი

როექტების შემოტანისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

  1. ავტორი ან ავტორები, იდეების სივრცე – ვებ პორტფელში ელექტრონული ფორმით აგზავნიან საპროექტო წინადადების პაკეტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით ხორციელდება საპროექტო წინადადებების გადარჩევა;
  2. გადარჩეული პროექტების ავტორებთან იმართება გასაუბრება, კვლევისა და პროექტის თაობაზე შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
  3. კვლევის შედეგად იქმნება პროექტის სცენარი/თრითმენტი, ბიუჯეტი და წარმოების კალენდარული გეგმა; წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხორციელდება პროექტების გადარჩევა;
  4. ხორციელდება შერჩეული პროექტების დამტკიცების და წარმოებაში ჩაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. პირობები და ვადები – დგინდება კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე.

 

განხილვის პერიოდულობა:

  • იდეების სივრცე – ვებ პორტფელი მუდმივად ღიაა და საპროექტო წინადადებების პაკეტების გამოგზავნა შესაძლებელია ავტორთათვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. საპროექტო წინადადებები განიხილება ყოველკვარტლურად.

 

საპროექტო წინადადების პაკეტი:

  1. მოკლე სინოფსისის სახით ჩამოყალიბებული იდეა (მაქსიმუმ 300 სიტყვა);
  2. ვიზუალური მასალა – ფოტოები, ვიდეორგოლი (არსებობის შემთხვევაში);
  3. წინა ნამუშევრის(დასრულებული დოკუმენტური ფილმის) ლინკი;
  4. ავტორის / ავტორების CV და ფილმოგრაფია.

გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოგზავნოთ მისამართზე:[email protected]

 

მომავალი ფილმის მახასიათებლები

 

ფორმატი:

  • შემეცნებითი დოკუმენტური ფილმი (კადრს მიღმა ნარატივით/ წამყვანით):
    • ახალი და უახლესი ისტორიული პერიოდი
    • დღევანდელი ეპოქა
  • გრძელვადიანი დაკვირვებითი (რაიმე პროცესის ან ციკლურობის ამსახველი ფილმები)
  • ლაივ დოკუმენტალისტიკა

სტანდარტული ქრონომეტრაჟი: 45-52-90 წთ.

 

 

დათქმა წარმოდგენილი მასალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით: წარმოდგენილი მასალები არ არის ხელმისაწვდომი სხვა მესამე პირებისათვის

 

 

მეილზე გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • ვადასტურებ, რომ გავეცანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს
  • ვადასტურებ, რომ წინამდებარე პროექტი შექმნილია უშუალოდ ჩემს მიერ და წარმოადგენს ჩემი ინტელექტუალური შრომის შედეგს, არის ორიგინალური და არ წარმოადგენს ამ სფეროში არსებული რომელიმე სხვა პროექტის ანალოგს ან/და პლაგიატს (შესაბამისად, არ არის გადამუშავებული, შედგენილი, რეპროდუცირებული ან/და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით შექმნილი ნაწარმოები). გამომდინარე აქედან, თავად ვარ პასუხისმგებელი ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ რაიმე სახის პრეტენზიის ან/და სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში.

 

 

  • გამოგზავნილ თანდართულ იდეასა ან/და კონცეპტზე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ავტომატურად არ წარმოეშვება რაიმე სახის უფლებები. წარმოდგენილი იდეის ან/და კონცეპტის საფუძველზე შექმნილ პროექტზე უფლებების წარმოშობა დამოკიდებულია დამატებითი შეთანხმების/ხელშეკრულების გაფორმებაზე.
  • დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ ყველა პროცედურის წარმატებით გავლილი პროექტის ავტორებთან.