საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის 30 წლისთავის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად, მოქალაქეების ნაწილი სიმბოლურად რუსთაველზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბა. მათ 30 წლის წინანდელ მოვლენებზე ისაუბრეს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს.