რუსთავში, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება „რუსთაველებისა“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა. სკულპტურის ავტორი, მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა. ღონისძიების ფარგლებში, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. წელს ქალაქს 20 საპატიო რუსთაველი ჰყავს.
ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა.